ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმერეთის რეგიონში გზების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მიმდინარე პროექტები დაათვალიერა. რევაზ სოხაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. შეხვედრა რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სოფლის სხვა საჭიროებებს ეხებოდა.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ხევში 2022 წელს აშენდა და ამოქმედდა საზოგადოებრივი ცენტრი, ამჟამად კი შენდება 50 აღსაზრდელზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი და ამბულატორია. მინისტრმა ასევე სამტრედიაში 450 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მოინახულა.