ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმერეთში

18:28, 30.09.2025

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ვანში, ბაღდათსა და სამტრედიაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მასშტაბურ მშენებლობას ახორციელებს.

პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა 2025-2026 წლებში 24-საათიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებითა და სრულად განახლებული წყალარინების ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი და კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.

მსგავსი