გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში სააკაძის ძეგლის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ხარაბაძემ მერთან-დავით კარგარეთელთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოეწყო რეკრეაციული და მოსასვენებელი სივრცეები, აპარნის სალოცავთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდება გარე განათების და სარწყავი სისტემები. სამუშაოები სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მისი ღირებულება 430 854 ლარია.