ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფოთში

ფოთში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. სამუშაოები მიმდინარეობს ნიკოლაძის სანაპიროზე, სადაც ეწყობა სხვადასხვა ფუნქციური ზონა, მათ შორის სპორტული, საბავშვო და საზოგადოებრივი სივრცეები, გამწვანებული სარეკრეაციო ზონები, მცირე ზომის ამფითეატრი და მინი სპორტული მოედნები. ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით კი წმინდა ნინოს ქუჩაზე მიმდინარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადისა და სახურავის რეაბილიტაცია. ასევე ხორციელდება მე-15 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც.