ინფრასტრუქტურული სამუშაოები ანაკლიასა და განმუხურში

ანაკლია და განმუხური ახალ ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. მიმდინარე მასშტაბური სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა, გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს. ანაკლიასა და განმუხურში უკვე დასრულდა გამწვანების, განათების სამუშაოები და სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროცესი. ამჟამად ბულვარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, კეთდება ზღვამდე მისასვლელი ბილიკები და ველობილიკები. მიმდინარეობს ენგურის ხიდთან მდებარე კაფე-რესტორნის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები ხორციელდება განმუხურის აკვაპარკში. 22-25 აგვისტოს კი ანაკლია საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალს, „ეკო ვეივს“ უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი