ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახალციხეში

15:26, 21.08.2026

ახალციხეში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. უკვე სრულდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კალათბურთის დარბაზის მშენებლობა, რომელიც გათვლილია 300 მაყურებელზე. მიმდინარე წელს დასრულდება ახალი სამუსიკო სკოლის მშენებლობაც. პროექტის ფარგლებში აშენდა 4 სართულიანი შენობა, სადაც სასწავლო კლასები, საკონცერტო დარბაზი და სხვა საჭირო სივრცეები ეწყობა. მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩა №124-ში კინო-კლუბის მშენებლობა, სადაც თანამედროვე სტანდარტების მქონე, 250 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, 50 კაციანი კინოდარბაზი და მედიათეკა მოეწყობა.

მსგავსი