ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახალციხეში
ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზის 1 400-მეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო. მოეწყო მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.