ინფრასტრუქტურული სამუშაოები 

18:23, 29.10.2026

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია უტარდება 20 კმ-იან მონაკვეთს, რაც ეტაპობრივად ხორციელდება. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ზედა და ქვედა საყრდენი კედლები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება მონაკვეთზე არსებულ 8 სახიდე გადასასვლელს. ასევე, გათვალისწინებულია მეწყრულ მონაკვეთზე, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება. პროექტი 2 ლოტად არის დაყოფილი და მისი ჯამური ღირებულება 70 მლნ. ლარამდეა. სამუშაოები სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მსგავსი