ინფრასტრუქტურული სამუშაოები
ხაშურში მეოთხე საჯარო სკოლის მშენებლობის მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს, სადაც არსებული რკინაბეტონის ფილის დემონტაჟი ხორციელდება. პარალელურად ტარდება საექსპერტო კვლევები, ასევე მიმდინარეობს პროექტის კორექტირება და მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურები. მოსამზადებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ, დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 500 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. სამუშაოებს ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. რევაზ სოხაძემ სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეების მშობლებს, პროექტის მიმდინარეობისა და შემდგომი ეტაპების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.