ინფრასტრუქტურული სამუშაოები

18:37, 19.10.2026

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს. ახალციხეში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს ხელოვნურ საფარიანი სტადიონის, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, სპორტსმენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და განათების თანამედროვე სისტემის მოწყობას. სამუშაოებს ადგილზე ფონდის ხელმძღვანელი გაეცნო. მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს თანამედროვე სპორტული სივრცეების შექმნასა და სპორტული შესაძლებლობების გაფართოებას.

მსგავსი