ინფრასტრუქტურული სამუშაოები
26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან, 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე, წყალმომარაგება შეიზღუდება თბილისის ნაწილში. მათ შორის ვაკე-საბურთალოსა და გლდანში. ასევე მცხეთაში, ნატახტარში, სოფელ წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებაში. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის.
მისამართების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე. საგზაო პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს ახალი მილის მოწყობასა და გადაერთებით სამუშაოებს.