ინფრასტრუქტურული სამუშაოები
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა. სამუშაოებს 17 მილიონი ლარი მოხმარდა. პროექტის შედეგად, წყალმომარაგების ახალი, თანამედროვე სისტემა შეიქმნა. წყალმომარაგების პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ციხისძირი–ახალგორი–ლარგვისის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, სოფელ მუხრანში 5.5 კმ-იანი მონაკვეთი რეაბილიტირდება.