ინფრასტრუქტურული სამუშაოები
მაღალმთიან აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. დანისპარაული-ველათი-მწვანე ტბის მიმართულებით ექვს კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული გზა სოფელ დანისპარაულს, მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან დააკავშირებს. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე კი 13.3-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტი გზის სრულ განახლებას ითვალისწინებს. აქტიურად გრძელდება ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის რეკონსტრუქციაც. განახლებული გზა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთს უმოკლესი მარშრუტით დააკავშირებს და ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს დაახლოებით საათნახევრით შეამცირებს