ინფრასტრუქტურული სამუშაოები

15:24, 23.07.2026

ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში სამუშაოები გრძელდება. ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები შენდება. მოეწყობა ხელოვნურ საფარიანი სავარჯიშო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები და სპორტსმენებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.   მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს. მიზანი რეგიონებში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა  და ახალგაზრდებისთვის სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

მსგავსი