ინფრასტრუქტურული სამუშაოები
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქუთაისში №14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ადგილზე გაეცნენ. 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. შენობაში გათვალისწინებულია ბავშვების განათლების, განვითარების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ყველა სივრცე და ინფრასტრუქტურა. საბავშვო ბაღში, სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად, მოეწყობა სათამაშო და რეკრეაციული ზონები, კეთილმოწყობილი ეზო და საბავშვო მოედნები, რაც ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.