ინფრასტრუქტურული სამუშაოები
წყნეთში, ამილახვრის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. 23 ნომერში, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ფართობზე დასასვენებელი სივრცე ეწყობა. წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში, გამწვანებულ ტერიტორიაზე მოეწყობა ორი საბავშვო-გასართობი მოედანი, ასევე განთავსდება ფიტნეს ზონები. დამონტაჟდება მოსასვენებელი პავილიონი და უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე განთავსდება ვიდეოკამერები. პროექტების ღირებულება, დაახლოებით, 2 100 000 ლარს შეადგენს.