ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა სოფლების მინაძე-ჭაჭარაქის რეაბილიტირებული სატუმბი სადგური დაათვალიერა. ვარლამ წიკლაურის განცხადებით, სადგური სრულ მზადყოფნაშია და მოახლოებულ რწყვის სეზონს გამართული ინფრასტრუქტურით ხვდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. ასევე, შესაბამისი სამსახურის ჩართულობით მიმდინარეობს სარწყავი არხების გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.