ინფრასტრუქტურული სამუშაოები გლდანის რაიონში

18:37, 02.04.2026

გლდანის მეორე მიკრორაიონს, მალე ახალი რეკრეაციული სივრცე ექნება. სკვერის მოწყობა 36-37-ე კორპუსების მიმდებარედ მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი და ფიტნეს სივრცეები განთავსდება. დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. პროექტისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მსგავსი