ინფრასტრუქტურული პროექტი კურორტ ნუნისში
საავტომობილო გზების დეპარტამენტი კურორტ ნუნისთან მისასვლელი, დაახლოებით 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას გეგმავს. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა–ხარაგაული–ჩუმათელეთის საავტომობილო გზიდან, სოფელ მოლითში იწყება, სადაც არსებული გზის საფარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. პროექტირება მიმდინარე წელს დასრულდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდება.