ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი

15:25, 02.02.2026

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტებზე მუშაობა გრძელდება. ახლადგახსნილი საბავშვო ბაღები დაათვალიერა ინფრასტრუქტურის მინისტრმა. სოფელ გეგუთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი მოეწყო, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა. 200 ბავშვზე გათვლილი ბაღი გაიხსნა ქალაქ წყალტუბოში. მიმდინარეობს საფეხბურთო სტადიონების მოწყობაც. წყალტუბოს არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ, აშენდება 6 ათასამდე მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი.

მსგავსი