ინფრასტრუქტურული პროექტები ზუგდიდში

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში, რეგიონული განვითარების სამინისტროს დაფინანსებით, 124 პროექტი მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კი დამატებით 153 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყება, მათ შორისაა გზების, ხიდების, წყალმომარაგების, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების, ეზოების, სახურავების მოწყობა და სკოლებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეგიონში მიმდინარე პროექტებს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდსა და მარტვილში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს, ჩხოროწყუში კი ხაბუმეს 161 მეტრიანი ხიდის მშენებლობის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნენ.