ინფრასტრუქტურული პროექტები თბილისში - ოთხი წლის შეჯამება

თბილისის მერმა ოთხი წლის საქმიანობა შეაჯამა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე, ესტაკადების მშენებლობაზე, ქუჩების რეაბილიტაციასა და მეწყერსაშიში ზონების გამაგრებაზე.

2021 წლიდან დღემდე 700-მდე ავარიული კორპუსი გამაგრდა, წლის ბოლომდე კიდევ 26 ნაგებობის გამაგრება იგეგმება. გამოწვევებს შორის დასახელდა ინფრასტრუქტურული პროექტების გაჭიანურება და საცობები, რის მიზეზადაც ავტომობილების პარკის ზრდა დასახელდა. მთავარ სატრანსპორტო კვანძებზე საავტომობილო ნაკადების განსატვირთად ექსპერტები დედაქალაქის მთავრობას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ურჩევენ.