ინფრასტრუქტურული პროექტები თავდაცვის სამინისტროში

თავდაცვის მინისტრმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მოინახულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების სამხედრო ობიექტებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას ეცნობა. მინისტრმა სკოლის ტერიტორიაზე არსებული შტაბის შენობა, სასწავლო კორპუსი, ყაზარმა, სასტუმრო, საყარაულო შენობა, სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზი და ავტოპარკი დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა და განახლებული მენიუ დააგემოვნა.  საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საჩვენებელი სწავლებაც გაიმართა.