ინფრასტრუქტურული პროექტები თავდაცვის ძალებში 

12:28, 29.10.2025

საქართველოს თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი გრძელდება. კრწანისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობისა და მახათას მთაზე პროექტ „ჯარის ქალაქის“ მეორე ეტაპის განხორციელების პროცესს მინისტრი ადგილზე გაეცნო. კრწანისში უკვე აშენდა, სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა კორპუსებს, სადაც კადეტებისთვის ყაზარმები, საკლასო ოთახები, სასწავლებლის ადმინისტრაცია და ლაზარეთი განთავსდება. მოეწყო სამწყობრო მოედანი და საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ლიცეუმის ტერიტორიაზე დასკვნით ფაზაშია შიდა კომუნიკაციების გაყვანისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. დასრულების შემდეგ, სასწავლებელი 350-მდე კადეტის მიღებას შეძლებს.

მახათას მთაზე, „ჯარის ქალაქის“ პროექტის მე-2 ეტაპით გათვალისწინებული 44 შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან, 39-ის მშენებლობა მიმდინარეობს. 28 კორპუსში სართულების კარკასის სამუშაოებია დაწყებული. „ჯარის ქალაქში“ ბინებს 1 300-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. კვადრატულ მეტრში ისინი მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან.

მსგავსი