ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში
ინფრასტრუქტურის მინისტრი იმერეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში – თერჯოლასა და ბაღდათში – მიმდინარე საგანმანათლებლო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. თერჯოლის მუნიციპალიტეტში გრძელდება პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა, რომელიც 500-მდე მოსწავლეზე იქნება გათვლილი. პარალელურად, ქალაქ თერჯოლაში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია და მისი ღირებულებაც დაახლოებით 16 მილიონ ლარს შეადგენს. სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება ქალაქ ბაღდათში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითშიც. პროექტის ჯამური ღირებულება ოთხი მილიონ 200 ათასი ლარია და სამუშაოების დასრულება 2026 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი.