ინფრასტრუქტურული პროექტები რაჭაში 

21:24, 04.08.2026

გზების მშენებლობა და კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია – რაჭაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. დაწყებულია შქმერი-მრავალძალის 9-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა. გეგმაშია ამბროლაურის კულტურის სახლის რეაბილიტაციაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობა მრავალფუნქციურ კულტურულ სივრცედ უნდა გადაიქცეს. წლიდან წლამდე რაჭა მნიშვნელოვან ტურისტულ  მიმართულებად ყალიბდება. დაგეგმილი პროექტების დასრულების შედეგად, რეგიონი უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო  მიმზიდველი უნდა გახდეს.

მსგავსი