ინფრასტრუქტურული პროექტები მუხიანის აგარაკებზე
მუხიანის აგარაკებზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ფინალურ ეტაპზეა. სამუშაოები ტარდება გზებზე, იცვლება სანიაღვრე სისტემები და ეწყობა ცენტრალური კოლექტორი. წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დასახლებაში სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა, ტერიტორია ხშირად იტბორებოდა, უგზოობის გამო კი ადგილობრივებს არც ტრანსპორტი ემსახურებოდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, გზა გაიყვანეს რვა ქუჩაზე, ადგილზე მუნიციპალური ტრანსპორტიც მოძრაობს.