ინფრასტრუქტურული პროექტები ხულოში
ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 8-კილომეტრიანი ახალი ხაზი. დამონტაჟდება 265 ლითონის საყრდენი და განახლდება უსაფრთხოების სისტემები. შედეგად, იალაღებზე ელექტრომომარაგება უფრო სტაბილური და უსაფრთხო გახდება. სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტი მემორიალის, წყაროს, ფერდსამაგრი კედლის, ქვაფენილისა და თანამედროვე გარე განათების მოწყობას ითვალისწინებს. ღორჯომის ხეობაში მიმდინარეობს საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ღია მანეჟი, დახურული თავლა, ადმინისტრაციული ცენტრი და წრიული საცხენოსნო ბილიკები. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო.