ინფრასტრუქტურული პროექტები ხულოში 

15:33, 19.10.2026

ხულოში მწვანე ტბისა და კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მწვანე ტბასთან 350-მეტრიანი მისასვლელი გზა და დაახლოებით 90-მეტრიანი ბილიკი მოეწყო. დაგეგმილია ტბის ირგვლივ ერთკილომეტრიანი ბილიკის მოწყობაც.

დასკვნით ეტაპზეა დანისპარაული-ველათი-მწვანე ტბის გზის რეაბილიტაციაც. პარალელურად, კურორტ გოდერძიზე ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ვიზიტორთა მომსახურების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სამუშაობი სრულდება.

მსგავსი