ინფრასტრუქტურული პროექტები კახეთში

12:15, 11.05.2025

საგარეჯოში, იმედისა და თამარ მეფის ქუჩებზე მდებარე 13 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში ხორციელდება შენობების ახალი სახურავებით გადახურვა, ფასადების შელესვა-შეღებვა, ფანჯრების შეცვლა. ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომამდე უნდა დასრულდეს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ ლარს აჭარბებს.

მსგავსი