ინფრასტრუქტურული პროექტები კახეთში

21:26, 07.06.2025

საბავშვო ბაღების, გზების, საცხოვრებელი სახლებისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია – ეს ნაწილია იმ პროექტებისა, რომლებიც ამჟამად კახეთის რეგიონში ხორციელდება. სამუშაოები ეტაპობრივად დასრულდება და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, გააუმჯობესებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ყოფას, ასევე რეგიონს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. იგეგმება ასევე პროექტები სპორტის ხელშეწყობის მიზნით, რისთვისაც სავარაუდო ადგილებიც შეარჩიეს.

მსგავსი