გზების, ბაღებისა და წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია – კახეთის რეგიონში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
მილიონობით ლარია გამოყოფილი საგზაო ინფრასტურქტურისთვის. შედეგად 2027 წლისთვის მოსახლეობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზებით ისარგებლებს. პარალელურად დაგეგმილია სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის კეთილმოწყობა, რაც ათეულობით სახლის, სოფლის პარკის, ადგილობრივი თეატრისა და მთავარი ქუჩის რეაბილიტაციას გულისხმობს. რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, გეგმაშია 35 ბაღის რეაბილიტაცია მშენებლობა. პროექტები, რომელიც კახეთის ტურისტული მიმზიდველობის ზრდაზე ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.