ინფრასტრუქტურული პროექტები გურიაში
გურიაში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება გზებს, შენდება საბავშვო ბაღები და სკოლები, მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება. პროცესს დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი ადგილზე გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ პროექტების ნაწილის დასრულება დაგვიანდა, მაგალითად, გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. ვადები ორჯერ გახანგრძლივდა, საბოლოოდ კი ხელშეკრულება კომპანიასთან შეწყდა. სამუშაოების ძირითადი ნაწილი ეტაპობრივად 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს.