ინფრასტრუქტურული პროექტები გურიაში

21:40, 24.01.2026

ინფრასტრუქტურული პროექტები გურიაში – ნიგვზიანსა და ღრმაღელეში სკოლამდელი განათლებისთვის აუცილებელი ყველა პირობით ორი საბავშვო ბაღი აშენდა. რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე სააღმზრდელო დაწესებულებას. ზოგიერთ კონტრაქტორ კომპანიასთან სამუშაოების შეფერხების გამო, არსებული პრობლემების მიუხედავად, რეგიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ჩართულობით საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები სპორტულ კომპლექსებსა და სტადიონებზეც აქტიურ ფაზაშია.

გურიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც პრიორიტეტული მიმართულებაა. სამუშაოები მოიცავს აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთისა და სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთებს.

მსგავსი