ინფრასტრუქტურული პროექტები განმუხურსა და ანაკლიაში
სოფელ განმუხურისა და ანაკლიის განახლებული საზღვაო სანაპიროს პროექტზე მუშაობა დაიწყო. სამუშაოები რვა თვის ვადაში უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება სარეკრეაციო სივრცე და მოეწყობა მრავალფუნქციური, ყველა სეზონზე ხელმისაწვდომი სანაპირო ზოლი.
66 ჰექტარზე შეიქმნება ინფრასტრუქტურა, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები დასვენებისთვის, სპორტული აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის. ამასთან, პროექტი მოიცავს გარე განათების, სარწყავი ქსელის, ელექტრო და წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობას.