ინფრასტრუქტურული პროექტები დაბა სურამში

18:20, 07.06.2025
დაბა სურამში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. 11 ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში, დაიგება ასფალტი და მოეწყობა სანიაღვრე სისტემები. მიმდინარეობს სურამის ცენტრალური სტადიონისა და ყოფილი კინოთეატრის მშენებლობა-რეაბილიტაციაც. სურამის ცენტრალურ სკვერში კი, ყოფილი კინოთეატრის შენობაში, მულტიფუნქციური ცენტრის განთავსება იგეგმება. განახლებული შენობა სამუსიკო სკოლასა და სურამის ბიბლიოთეკასაც გააერთიანებს.

მსგავსი