ინფრასტრუქტურული პროექტები ბაკურიანში

ბაკურიანში მუნიციპალური განვითარების ფონდი სხვადასხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

სამუშაოები მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 25 მილიონი ლარია. აღნიშნული ითვალისწინებს ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ქუჩებისა და არსებული შენობების რეაბილიტაციას, ასევე გარე განათების მოწყობას. პარკის საერთო ფართობი რვა ჰექტარია. ტერიტორია დაიყოფა სხვადასხვა ტიპის – სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად.