ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარაში

18:28, 07.09.2026

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება აჭარაში.

ბათუმში სრულად განახლდა №4 და №5 საჯარო სკოლები, რომლებიც ჯამში 1 100 მოსწავლეზეა გათვლილი. ორივე სკოლაში მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო და საერთო სივრცეები. ორივე სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბათუმში დასრულებულია №3, №12 და №26 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაც. სამი განახლებული ბაღი ჯამში 475 აღსაზრდელზეა გათვლილი. პარალელურად გრძელდება №18 და №23 საბავშვო ბაღების სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. პროექტები ითვალისწინებს არსებული შენობების გამაგრება-გაძლიერებას, შიდა და გარე სივრცეების სრულ განახლებას.

მსგავსი