ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარაში
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
ქალაქ ქობულეთში, ლესელიძის ქუჩაზე, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები და საპარკე ინფრასტრუქტურა.
სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გელაურშიც, სადაც, თანამედროვე სკვერთან ერთად, აშენდება ჩოგბურთის კორტები და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.