ინფრასტრუქტურული პროექტები

18:32, 15.07.2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი მცხეთა-მთიანეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. რევაზ სოხაძე გაეცნო ჟინვალი-ფასანაურის 19-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება გზის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 10 ხიდს, მოეწყობა წყალგამტარი მილები, საყრდენი და ნაპირდამცავი კედლები, ავტობუსის გაჩერებები, საგზაო ნიშნები და უსაფრთხოების ბარიერები. დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზეც. პარალელურად, უკვე მიმდინარეობს გზის სრული რეაბილიტაციისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები და უახლოეს პერიოდში, გუდაური-კობისა და სტეფანწმინდის მონაკვეთებზე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. აქტიურად გრძელდება სტეფანწმინდა-გველეთის 4.5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მოდერნიზაციის ნაწილია. სოფელ არშაში მინისტრი არშა-გარბანის 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო და განიხილა არშა-სტეფანწმინდის ახალი 4-კილომეტრიანი საავტომობილო გზის პროექტიც. სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებს შორისაა, სოფელ სნოს საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, მიმდინარე პროექტი სკოლის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

მსგავსი