ინფრასტრუქტურული პროექტები

18:38, 17.04.2026

სამეგრელოში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ადგილზე გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მიმდინარე ნაპირდაცვის მასშტაბურ სამუშაოებს, რომლებიც აქტიურ ფაზაშია. განმუხურის სანაპირო ზოლი, წლების განმავლობაში ექვემდებარებოდა ზღვის ტალღოვანი ზემოქმედებით გამოწვეულ ეროზიას. შედეგად, დაზიანებულ მონაკვეთებზე ნაპირი 10-12 მეტრით, ხოლო შესართავთან 50-60 მეტრით იყო უკან დახეული, რაც საფრთხეს უქმნიდა, როგორც სანაპირო ინფრასტრუქტურას, ისე რეგიონში ტურიზმის განვითარებას. მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის კომპლექსურ სამუშაოებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზიულ პროცესებს და უზრუნველყოფს სანაპიროს გრძელვადიან მდგრადობას. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე დაათვალიერა აბაშაში მარანის რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი, ზუგდიდში  ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა, რომელიც 450 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად შენდება. ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც 50 ბავშვზეა გათვლილი.

მსგავსი