ინფრასტრუქტურული პროექტები
მუხიანის აგარაკებზე სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა. პროექტი ნეკრესის, სვანეთის, ერთობისა და ბორჯომის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის გასწვრივ ხორციელდება.
სამუშაოები დაახლოებით 2 400 მეტრზე ჩატარდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 600 000 ლარამდე დაიხარჯება. სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის პარალელურად კი მუხიანის აგარაკებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც მიმდინარეობს.