ინფრასტრუქტურული პროექტები

„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნოდარ ტურძელაძე სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებსა  და სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობიაშვილიც. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ვაკეში საფეხბურთო მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. მათი თქმით გაგრძელდება იმ პროექტების დაფინანსება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს უწყობს ხელს. სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე ტიპის მოედნის მოწყობა ერთ თვეში დასრულდება. სპორტული მოედანი ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით კეთდება.