საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია. მუჟავა და ფახულანი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ის სოფლებია, რომლებიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთის საოკუპაციო გამყოფ ზოლთან მდებარეობს. მთავარი პრობლემა აქ სოფლების მოუწესრიგებელი შიდა გზებია, რის გამოც მოსწავლეები სკოლამდე მისასვლელ გზას ყოველდღიურად ნაწილობრივ ფეხით გადიან. სასკოლო ტრანსპორტი უგზოობის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებამდე ბოლომდე ვერ მიდის. შეფერხებით გადაადგილდება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, რომლის პერსონალისთვის პაციენტამდე მისვლა დიდი გამოწვევაა.
ნატო ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟი #მოამბერეგიონები