ინფრასტრუქტურული პრობლემები მეტეხში 

21:06, 14.12.2025

სადგური მეტეხი – ასე ჰქვია დასახლებას, სადაც 250 ოჯახი ცხოვრობს. კასპის მუნიციპალიტეტში რკინიგზის მიმდებარედ, წლების წინ აგურის ქარხანა ფუნქციონირებდა და ტერიტორიის განაშენიანებაც სწორედ ამას უკავშირდება. თუმცა, ახლა აღარც ქარხანა მუშაობს და ადმინისტრაციული შენობაც დანგრეულია. სოფელში საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა მოწყობილია, მაგრამ ადგილობრივების მთავარი საზრუნავი წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობას უკავშირდება. სასმელი წყალი მათ ორ-სამ დღეში ერთხელ მიეწოდებათ და პრობლემის მოგვარება მუნიციპალიტეტის  ხელისუფლებამ ვერც გასულ წელს ჩატარებული სამუშაოების შემდეგ შეძლო. ამ დრომდე გადაუჭრელი პრობლემაა გზა და მუნიციპალურ ცენტრთან დამაკავშირებელი ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ადგილობრივებისთვის გადაადგილების  ყველაზე ხელსაყრელი  საშუალება  კვლავ მატარებელია, თუმცა სადგურზე მგზავრებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოშლილია.

ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი შიდა ქართლიდან #მოამბერეგიონები  

მსგავსი