რა პრობლემის წინაშე დგას მოსახლეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში – ზამთარში განვითარებულმა სტიქიამ და დიდთოვლობამ ადგილობრივები განსაკუთრებულად ორმეთის უბანში დააზარალა, თუმცა პრობლემები აქ მანამდეც უხვად იყო.
სოფელი შრომას ყველაზე დიდ უბანში მოსახლეობას სასმელი წყალი არ აქვს. აღნიშნული პრობლემა გაზაფხულიდან მწვავდება, ზაფხულში კი ფაქტობრივად გაუსაძლისი ხდება. პრობლემაა ინფრასტრუქტურაც. მოუწესრიგებელ გზებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. ორმეთში არ ფუნქციონირებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სერვისიც, არ დგას ნაგვის ურნები.
თეა აბსარიძე და გოგა გახარია დეტალებით.