მოუწესრიგებელი გზები, დატბორილი ქუჩები და მეწყერსაშიში ზონები – ეს კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლების პრობლემებია. საუბარია სოფელ მოიდანახესა და ჭოღაზე, სადაც მოსახლეობა დახმარებას წლებია ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოიდანახეში გზები განსაკუთრებით მას შემდეგ გაფუჭდა, რაც სოფლის ბოლოს, ჩხოროწყუს სასმელი წყლით მომარაგების პროექტი დაიწყო. პრობლემა ნაცნობია სოფელ ჭოღას მცხოვრებთათვისაც, თუმცა, ადგილობრივებს ყველაზე მეტად ყოველი წვიმის შემდეგ დამეწყრილი ზონები აშინებთ.
ნატო ბერულავა და მურადი ფარცვანია გიამბობთ #მოამბერეგიონები