ინფრასტრუქტურული ფორუმი

„ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე“ — ამ თემაზე გამართულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო ინფრასტრუქტურის მინისტრმა. რევაზ სოხაძემ ფორუმის მონაწილეებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო საგზაო დერეფნებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებებს. მინისტრმა ყურადღება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე გაამახვილა, რაც ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. მისი თქმით, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, კერძო ინვესტიციების მოზიდვას, რეგიონების განვითარებასა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო და საინვესტიციო გარემოზე, კერძო სექტორის ჩართულობისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელობაზე. ფორუმს საკანონმდებლო ხელისუფლების, საინვესტიციო, საფინანსო და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.