ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები ერთიანდება
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები ერთიანდება. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. პლენარულ სხდომაზე, გიორგი გახარიას გუნდმა, მიღებული გადაწყვეტილების გამო მთავრობა გააკრიტიკა. ოპოზიციაში თქვეს, რომ სამინისტროების გაყოფა-გაერთიანება პარტიული ინტერესების შესაბამისად ხდება, რეგიონებისთვის კი, არაფერი კეთდება და ადგილზე გამოწვევები რჩება. საპირისპიროს ამტკიცებს მმართველი გუნდი. უმრავლესობაში აღნიშნეს, რომ სამინისტროების გაერთიანების მიზეზი დეცენტრალიზაცია და რეგიონების მიმართულებით ეფექტური პოლიტიკის გატარებაა.