ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაკავება – გამოხმაურება

18:28, 31.10.2025

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას ბრალი დღეს, ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიება დაკავებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ყოფილი მაღალჩინოსანი, ადვოკატმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში, უკვე მოინახულა. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ გაბუნიასთვის ბრალდება გაუგებარია. ბრალის წარდგენის შემდეგ, უკვე სასამართლო იმსჯელებს, მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე. საქმე ეხება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონ 365 ათასი ლარის თაღლითურად დაუფლებასა და მილიონ 211 ათასი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტს.

მსგავსი